საზოგადოება
10/07/2020

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარლამენტმა სწრაფად მიიღოს გარემოსდაცვითი ცვლილებები

პრემიერი მთავრობისთვის ეკოლოგიური საკითხების პრიორიტეტულობაზე აცხადებს.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება პარლამენტში სწრაფად მოხდეს.

"ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული. მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარემოზე ზიანის მიყენების შემსუბუქებისა და პრევენციის სამართლებრივი რეგულირებისთვის საქართველოს მთავრობამ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ არსებული დოკუმენტი არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ ყველა საწარმოს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის შემცირებასა და აღმოფხვრას ავალდებულებს.

კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელმაც გარემოს ზიანი მიაყენა, თავად ხდება ვადებული ზიანის შედეგების გამოსასწორებლად თანხა გარკვეული დანახარჯი გასწიოს.

ამასთან, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, სადაც აკუმულირებული თანხები დაზიანებული გარემოს აღდგენას მოხმარდება. მაღალი საჯარიმო სანქციები კი იმ საწარმოებისთვის დაწესდება, რომლებიც ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ".

Businesspartner

მთავარი სიახლეები