საზოგადოება
30/10/2020

პრემიერი: შესაძლოა, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გავხადოთ

პირბადის ტარება შესაძლოა ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდეს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფკებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება, მაგრამ შესაძლოა ჩვენ გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება, როგორც დახურულ შენობებში, ასევე გარეთაც" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი საკუთარი განცხადებით ოპოზიციური პარტიების ხალხმრავალ გამოსვლებს გამოეხმაურა. თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, პირბადი ღია სივრცეებში ტარების აუცილებლობის შემოღებას, საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რაც ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება

Businesspartner

მთავარი სიახლეები