საზოგადოება
11/11/2020

პრემიერის ადმინისტრაცია: გიორგი გახარია COVID-ისგან გამოჯანმრთელდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

Businesspartner