საზოგადოება
04/05/2021

პრივილეგირებულები - მთავრობა ვაქცინირებული მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს

მთავრობა ვაქცინირებული მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს. რა რეგულაციები შემსუბუქდება მათთვის, ვინც ვაქცინის 2 დოზას გაიკეთებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

"საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად არის და სრულად მართავს პროცესს",- აღინიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მთავარი სიახლეები