საზოგადოება
12/06/2020

პროფსასწავლებლების რეკომენდაციებში ალტერნატიული მიდგომები დაემატება

საგანმანათლებლო სივრცეში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დაემატება.
 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე კოლეჯების დირექტრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ განათლების მიწოდების სპეციფიკა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
 
სამინისტროები საგანმანათლებლო სივრცისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილ ალტერნატივებს დაამატებენ, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს.
 
ცნობისთვის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიხედვით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
 
შემუშავებული რეკომენდაციებით, აღნიშნულ დაწესებულებებს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში 2 მეტრიანი დისტანციის უზრუნველყოფა, თერმოსკრინინგის ჩატარება, დეზობარიერების განთავსება, დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა და სხვ.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები