საზოგადოება
17/05/2021

ყაზბეგის მერი: რეგიონების განახლების პროგრამის ფარგლებში ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია იგეგმება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი  „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ინიციატივის ფარგლებში ყაზბეგისთვის გამოყოფილი თანხები რეგიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს მოხმარდება.

როგორც ზაგაშვილი აცხადებს, პრიორიტეტი მიენიჭება ყაზბეგის ცენტრალური უბნის, ქუჩების  და სკვერების რეაბილიტაციას.

„წინა წლებში გავაკეთეთ კორპუსების გარე ფასადის რეაბილიტაცია, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში არსებული  თანხები არ იძლევა მასშტაბური სამუშოების დაგეგმვის და განხორციელების საშუალებას,“ - აცხადებს ზაგაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. მისი განხორციელების პროცესში, პრემიერის განცხადებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Businesspartner