საზოგადოება
17/05/2021

ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა 2022 წლისთვის ექნება

ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) სავარაუდოდ 2022 წელს ექნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, მუშავდება ორი გენგეგმა, ერთს ამზადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია თავის კონტრაქტორებთან ერთად და მეორეს  - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

როგორც ზაგაშვილი აცხადებს, მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული სტეფანწმინდის გრგ-ს სამუშაო ვერსია უკვე არსებობს და მისი საჯარო განხილვები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„თანხმდება განხილვის თარიღები, ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ შეგვიშალა ხელი, ვერ ჩავნიშნეთ დრო. სტეფანწმინდაში  განხილვა სავარაუდოდ, იმ კვირაში ჩაინიშნება, მთლიანად ყაზბეგის გრგ-ზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - აცხადებს ზაგაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები