საზოგადოება
26/04/2022

ყოველთვიური ხელფასის მიმღებ პირთა რიცხვი გაიზარდა

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტში, ყოველთვიური ხელფასის მიმღებ პირთა რიცხვი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით. 

2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, Jobs.ge -ზე 32 380 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 91%-ით მეტია 2020-2021 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით და 39%-ით მეტი 2019-2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 2 330 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 33%-ით აღემატება 2020-2021 წლების შესაბამის პერიოდს და 48%-ით მეტია 2019-2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Businesspartner