საზოგადოება
09/09/2021

ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავცრელებს და აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

"თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს"-ნათქვამია განცხადებაში. 

Businesspartner