საზოგადოება
09/11/2020

რა განრიგით იმოძრავებენ მატარებლები - რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ახალი რეგულაციების ამოქმედების ფონზე, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის ახალ გრაფიკს ავრცელებს.

9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი:

მათ კი ვისაც მატარებლის ბილეთები ჰქონდა შეძენილი და ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას ვერ ახერხებენ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ თანხას სრულად აანაზღაურებს.

როგორც ცნობილია, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

 

Businesspartner