საზოგადოება
26/10/2020

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი PCR ტესტი - მინისტრი ფასს არ აკონკრეტებს

ჯანდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს, რა უჯდება სახელმწიფოს ერთი PCR ტესტის შეძენა.

ეკატერინე ტიკარაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტესტის ფასი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც კერძო კლინიკებს აქვთ.

„PCR ტესტები ჩვენთან ნაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, აქედან გამომდინარე ის ნამდვილად არ არის ისეთი მაღალი, როგორიც კერძო კლინიკებშია“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები