საზოგადოება
12/06/2020

რამდენით დაჯარიმდებით პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

პანდემიამ ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებასთან ერთად, ახალი საჯარიმო საქციებიც დანერგა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით; დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით; საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით; ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

კანონში ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტის ინიციატორები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძეა

 

Businesspartner