საზოგადოება
07/07/2020

რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

იმ თანამედროვე სამყაროში, სადაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების და სხვადასხვა ტიპის კიბერსისტემების განვითარების ფონზე, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი.

საქართველოში კი ამას ემატება ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა გააუმჯობესოს პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკა და მოახდინოს კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროპულთან.

საქართველოში ამ დრომდე არ არის დამტკიცებული კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის, თუმცა კანონპროექტი, რომლის ავტორიც სახელმწიფო ინსექტორის სამსახური გახლავთ, პარლამენტში 2019 წლის 22 მაის არის ინიცირებული, მაგრამ პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მისი განხილვის პროცესი შეჩერებულია გაურკვეველი მიზეზებითა და ვადით.

მოესწრება თუ არა აღნიშნული კანონროექტის განხილვა პარლამენტის სასესიო პერდიოდში და რას კარგავს ქვეყანა თუ კანონროექტს არ განიხილავს და არ დაამტკიცებენ დროულად, ამის გასარკვევად ჩვენ კომპეტენტურ პირებს დავუკავშირდით, რომლებიც ჩვენთან საუბრობენ პარლამენტში არსებულ ხარვეზებზე და ასევე აფასებენ კანროექტის საჭიროებას ქართული რეალობისთვის.

ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით პერსონალური მონაცემები ქვეყანაში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.

ყველაზე დიდ საფრთხედ მოქმედ კანონში გიორგი ვაშაძე მიიჩნევს ჯარიმების მიზერულობას და ფიქრობს, რომ სანქციის გაზრდა აუცილებელია.

,,ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალური მონაცემების დაცვას, რადგან თითოეული ადამიანის უფლება იყოს მაღალ დონეზე დაცული.

სამწუხაროდ საქართველოში დღეს არის დაუცველი პერსონალური მონაცემები და ამით ჩემი კვალი რჩება ბევრგან და სრულიად უკანონოდ ახდენენ მონაცემების შეგროვებას.

არავინ იცის როგორ ახდენენ შენი პირადი მონაცემების შეგროვებას, 21 საუკენეში ისევე როგორც ტექნოლოგიების განვითარებას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა , ასევე აქვს დიდი მნიშვნელობა პერსონალური მონაცემების დაცვას.

ამიტომ მე ვფიქრობ აუცილებლად მისაღებია ეს კანონი, ასევე სანქცია უნდა გაიზარდოს“- ამბობს ჩვენთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.

ჩვენ ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრს კახა კოჟორიძეს დავუკავშრდით, როგორც პარტიის წევრი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ისეთ კანონროექტს როგორიც არის პერსონალური მონაცემების დაცვა სჭირდება სწრაფი განხილვა და დროული დამტკიცება.

,,იქედან გამომდინარე, რომ კანონპროექტი დაახლოებით 1 წლის წინ უნდა განეხილათ ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყფოს იმ გლობალურ პრობლემას რაც პარლამენტში ხდება.

ერთი წლის განმავლობაში, რომ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ესე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ცხადია მიუთითებს იმაზე რომ პარლამენტი და სახელისუფლებო პარტია არ ფუნქციონირებს კარგად რადგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც პერსონალური მონაცემების დაცვა სჭირდება სწრაფი განხილვა და დროული დამტკიცება“- ამბობს კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბრისას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

„ახლა ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო სესია და რიგგარეშე სხდომების მოწვევა საჭირო გახდა არჩევნებთან დაკავშირებით.

თუმცა არა მხოლოდ პესონალურ მონაცემების დაცვის კანონპროექტი არამედ, სხვა კანონპროექტების განხილვაც შეჩერებულია. ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, საშემოდგომო სესიებზე ვფიქრობ მოხდება კანოპროექტის განხილვა“- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  გურამ მაჭარაშვილი.

ჩვენ შევეცადეთ პროექტის ინიციატორებსა და პროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს გავსაუბრებოდით და გაგვერკვია რამდენად მოესწერებოდა კანონპროექტის მიღება ამ სასესიო პერიოდში და რატომ დასჭირდა ერთ წელზე მეტი კანონროექტის განხილვას, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და კომენატრებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ IRC, საია, EMC და RIVG მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ განეახლებინათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა და  მისი დროული მიღება, თუმცა კანოპროექტის განიხლვა გარკვეული ვადით და მიზეზებით შეწყდა, განაცხადებაში ორგანიზაციის წარმომადგენლები მკაფიოდ ასაბუთებენ კანონპროექტის აუცილებლობას ქართული რეალობისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები