საზოგადოება
17/05/2021

რესტორნების ღია სივრცეებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვა მოიხსნა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. 

რეგულაცია უკვე 22 მაისიდან შემსუბუქდება.

უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში არსებული კვების ობიექტებისთვის. რეგულაციის თანახმად, სასტუმროებში რესტორნებისა და კაფეების მუშაობა 21:00 საათამდე იყო დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში რეგულაციები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა, მას შემდეგ სხვადასხვა რეგულაცია სხვადასხვა ეტაპობრივად შემსუბუქდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები