საზოგადოება
03/11/2020

რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიზღუდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორების ფუნქციონირება 22:00 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება.

ვიცეპრემიერი განმარტებით განმარტებით, შეზღუდვების დაწესება რესტორნებში გამართულ ღონიძიებებსა და წვეულებებში ინფიცირების ბევრ შემთხვევას უკავშირდება.

ამავდროულად მაია ცქიტიშილმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ქვეყანაში შეზღუდულია იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ რესტორების ფუნქციონირება აქამდე შეზღუდული იყო თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში.

Businesspartner