საზოგადოება
03/08/2021

რესტორნებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან გატესტილები - პაატა იმნაძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რესტორნებში მხოლოდ ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გატესტილები დაუშვან. 

“ვაფიქსირებ ჩემს აზრს- ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. საკოორდინაციო საბჭოზე ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ხოლმე. მე საბჭოს მივმართე მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციებით, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით მიღებულ გადაწყვეტილებას. კონსესუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაში. 

რეკომენდაციაა, რესტორნებში დაშვება იყოს მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების.

რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე, წინადადება იყო, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე დაშვება, თუ ყველა აცრილი იქნება, მინიმუმ წინასწარ გატესტილი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.  

 

Businesspartner