საზოგადოება
27/02/2023

რიკოთის უღელტეხილის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებული გზის მონაკვეთების შეკეთება დღეს დაიწყო. 
 
"ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.
 
მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან 19  საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
 
სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით,"-ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები