საზოგადოება
16/10/2020

როგორ გახადა COVID-მა ხელოვანები უჩინარი - ინდუსტრია ზარალს ითვლის

ხელოვნების ინდუსტრია კორონა ვირუსის პანდემიით მიყენებულ ზარალს ითვლის. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიუღებელი შემოსავალი ამ დროის მონაცემებით 400 000 ლარს უტოლდება.

"მარტო მარტში ჩვენ დაახლოებით 100 000 ლარის ზარალი გვქონდა. გაყიდული ბილეთების, რომელიც დავაბრუნეთ. მეორე, ვნახეთ მიუღებელი შემოსავალი, რომლითაც უნდა დაგვეფინანსებინა სპექტაკლები, მიმდინარე ხარჯები, ძალიან ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო თეატრია და სახელმწიფოს უზრუნველყოფილი აქვს აქ მომუშავე ადამიანების ხელფასები, თეატრის კომუნალური ხარჯები, მაგრამ არსებობს სხვა ხარჯებიც. მით უმეტეს, ის პანდემიის გამოც გაგვეზარდა. ასევე, არის საკითხი იმ პროდუქციის შექმნის, რომლისთვისაც ჩვენ საერთოდ ვართ. უფრო რთულ პირობებში შევდივართ, ზამთარი მოდის და რა გველოდება არ ვიცით. ეს ძალიან მოქმედებს ყველაზე. ჩვენზე კიდევ ის მოქმედებს, რომ უჩინარნი ვართ. თითქოს, ეს სფერო არც არსებობს და არც არსებობდა. ამ დრომდე ჩვენი მიუღებელი შემოსავალი 400 000 ლარია.

მიუღებელ შემოსავალში ჩვენ ასევე ვთვლით საერთაშორისო გასტროლებს, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ჩაიშალა. საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. მათ შორის, ჩინეთში, ისრაელში, ბრაზალიაში, მექსიკასა და ამერიკაში“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ თაეტრის მმართველმა, ეკატერინე მაზმიშვილმა.

მთავარი სიახლეები

ეკონომიკა

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება
01

23/10/2020
სოფლის მეურნეობა

საქართველოდან ევროპის ბაზარზე 300 ტონა ნედლი გირჩი გავა
02

20/10/2020
ბიზნესი

შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის ბანკებთან შუამავლობას სთხოვს
03

20/10/2020
ბიზნესი

საგოს ქოხი - ხის სათამაშოების წარმოებიდან კოტეჯების და საბავშვო ატრაქციონების მშენებლობამდე
04

22/10/2020
ბიზნესი

ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისი” გაიხსნება - როგორი იქნება "ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი
05

20/10/2020
საზოგადოება

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება
06

21/10/2020