საზოგადოება
23/06/2022

რომელ კატეგორიაში იდება ყველაზე მეტი ვაკანსია JOBS.GE-ზე

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით დასაქმების პორტალ JOBS.GE-ზე 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა. 

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო, 2019-2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, JOBS-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა.

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა
გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, 91%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 128%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში 7 123 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 97%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 11 339 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 95%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022