საზოგადოება
08/07/2020

რომელი კომპანიებისგან შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიგენის 50 000 ტესტი კორეული კომპანია BIOSENSOR-ისგან, ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია Green lab/Biogene-ისგან შეიძინა.

117 000 სწრაფი ტესტი საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოიყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნითგადანაწილდება.

ამასთან, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანის თქმით, კორეული კომპანია BIOSENSOR-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა.

Businesspartner