საზოგადოება
10/05/2022

საგადასახადო შეღავათით მარტოხელა მამებიც ისარგებლებენ

საგადასახადო შეღავათით მარტოხელა დედის გარდა, მარტოხელა მამაც ისარგებლებს. ცვლილებას "საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. წარმოდგენილი კანონპორექტით, ამ შეღავათით მარტოხელა მამაც ისარგებლებს. 

გარდა ამისა, ცვლილება შედის "სამოქალაქო კოდექსშიც", რომლითაც ფართოვდება მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირთა წრე.  

კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მარტოხელა მშობლის სტატუსს მიიღებს პირი, თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; აგრეთვე, თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 

 

Businesspartner