საზოგადოება
09/11/2020

საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკო-სთან აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დაშავდა, - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათგან ერთი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ პირს ნაკაწრები) აღენიშნებოდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში ნევროტულობით შეიყვანეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

Businesspartner