საზოგადოება
20/03/2020

საკარანტინე ზონებში 1600-მდე ადამიანია

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კარანტინში 1600-მდე ადამიანია, თვითიზოლაციაში 1781 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, COVID-19-ი მსოფლიოს  180 ქვეყანაშია გავრცელებული – დადასტურებული 245 850 შემთხვევით, მათგან გმოჯანმრთელებულია 88 000-მდე ადამიანი, გარდაცვლილია 10 000-მდე.

გამყრელიძის თქმით, ჩინეთში ახალ შემთხვევათა რაოდენობა მცირდება, სამაგიეროდ მაჩვენებელი იზრდება ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები