საზოგადოება
02/10/2020

საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში - საქართველოს უნივერსიტეტი კონფერნეციას მასპინძლობს

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 5 ოქტომბერს რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში“ ჩაატარებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნათია კალაძემ განაცხადა, საქართველოს უნივერსიტეტმა შარშან პირველი ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, სადაც ასევე მონაწილეობნენ მნიშვენლოვანი  ანალიტიკოსები და ექსპერტები.

UG Security Platform–ის პლატფორმის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად უსაფრთხოების მიმართულებით დაავაანონსებდით სხვადასხვა ღონისძიებას და ჩავატარებდით კვლევებს. წელს, ონლაინ კონფერეციის ფარგლებში განიხილება რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: ნატო- საქართველოს ურთიერთობები - წევრობა, სამხედრო შესაბამისობა და მე-5 მუხლი; რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო განლაგება, ესკალაციის რისკები და დეესკალაციის ვარიანტები/შესაძლებლობები. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები,“ – აღნიშავს ნათია კალაძე.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს, კონფერენციის პარალელურ რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ ადევნონ თვალი სტუდენტურ სიმულაციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 30 საუკეთესო მონაწილე, ზუმის პლატფორმის საშუალებით, ჩაერთვება სამხედრო-პოლიტიკური სცენარის სიმულაციაში, რომელზე გათამაშებული სცენარიც პირდაპირ კავშირში იქნება კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან.

სიმულაციური გათამაშების პარტნიორია NATO LIASON OFFICE in Georgia.  სტუდენტური სიმულაციის 2 საუკეთესო კონკურსანტი შეირჩევა 6 გუნდიდან, რომელიც  დასაჩუქრდება ევროპული კავშირისა და ნატო-ს სათაო ოფისებში სასწავლო ვიზიტით. 

კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან: გენერალი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი (ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი -Pershing Chair in Strategic Studies CEPA); დოქტ. მაიკლ კარპენტერი (პენ ბაიდენის დიპლომატიის ცენტრის დირექტორი/Penn Biden Center for Diplomacy); დოქტ. მარკ გალეოტი (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორი - UCL; გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი - RUSI);  დოქტ. სინიკუკა საარი (ევროპული კავშირის უსაფრთხოების სწავლებების ინსტიტუტის ასოცირებული ანალიტიკოსი- EU ISS); დოქტ. ჟან-ბატისტ ჯანჟენ ვილმერი (საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს, სამხედრო სკოლის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი- IRSEM); დოქტ. სტივენ ჯ. ფლანაგენი (რანდის კორპორაცია, აშშ - RAND Corporation U.S); ზიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის წევრი) და დარგის სხვა თვალსაჩინო წამომადგენლები. 

 

Businesspartner