საზოგადოება
09/10/2020

საქართველო უნდა იყოს ნატოში - გზავნილები საქართველოს უნივერსიტეტის კონფერენციიდან

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ 5 ოქტომბერს რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში“ უმასპინძლა, სადაც განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშნელოვანი საკითხები.

საკვანძო საკითხებს შორის იყო: ნატო-საქართველოს ურთიერთობები - წევრობა, სამხედრო შესაბამისობა და მე-5 მუხლი; რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო განლაგება, ესკალაციის რისკები და დეესკალაციის ვარიანტები/შესაძლებლობები. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები.

კონფერენციაზე გაჟღერდა არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი (ვიდეო).

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანის თქმით, ოკუპაციით, ბორდერიზაციით, კიბერშეტევებითა და დეზინფორმაციული საქმიანობით რუსეთი ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას.

როგორც დოქტორი მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რუსეთმა ფინანსური გავლენა და დეზინფორმაციული კამპანიები გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი არის ბრძოლის ადგილი ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტორიტარულ ოლიგარქიას შორის.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი ბენ ჰოჯენსის აზრით კი საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოში.

”საქართველო უნდა იყოს არა მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ უსაფრთხოების მიმწოდებელი რეგიონში,” - განაცხადა კონფერენციაზე დოქტორმა ემანუელ დრეიფუსმა.

„საქართველო ყველანაირი თვალსაზრისით უნდა გახდეს ლიდერი ეს იქნება დემოკრატიის მშენებლობა თუ ეკონომიკა, რათა გახდეს ნატოსა და ევროპული ოჯახის წარმატებული წევრი,” - განაცხადა ზიგიმანტას პავილიონისმა.

RAND Europe-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიმს ბლეკმა UG Security Platform-ის კონფერენციაზე ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, ბარიერებზე,  ნატოს, რუსეთისა და საქართველოს მომავალზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში“ კონფერენცია უკვე მეორედ გამართა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნათია კალაძემ განაცხადა, საქართველოს უნივერსიტეტმა შარშან პირველი ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, სადაც ასევე მონაწილეობნენ მნიშვენლოვანი  ანალიტიკოსები და ექსპერტები.

UG Security Platform–ის პლატფორმის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად უსაფრთხოების მიმართულებით დაავაანონსებდით სხვადასხვა ღონისძიებას და ჩავატარებდით კვლევებს. წელს, ონლაინ კონფერეციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშნელოვანი საკითხები,“ – აღნიშავს ნათია კალაძე.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს და მსმენელებს, კონფერენციის პარალელურ რეჟიმში შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ ედევნებინათ თვალი სტუდენტური სიმულაციისთვის. სიმულაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულმა 30 საუკეთესო მონაწილემ. ზუმის პლატფორმის საშუალებით გათამაშებული სცენარი პირდაპირ კავშირში იყო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან.

სიმულაციური გათამაშება NATO LIASON OFFICE in Georgia პარტნიორობით გაიმართა. სტუდენტური სიმულაციის 2 საუკეთესო კონკურსანტი ევროპული კავშირისა და ნატო-ს სათაო ოფისებში სასწავლო ვიზიტით დასაჩუქრდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები