საზოგადოება
16/04/2021

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული.

როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა, მძევლებს დაზიანება არ მიუღიათ და ისინი პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი.

„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

Businesspartner