საზოგადოება
11/10/2021

საქართველოს პირველი ქალი მფრინავი: თვითმფრინავის მართვა სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა

29 წლის ნადია ბენკლიანი დამოუკიდებელი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია. მის ისტორიას USAID Georgia აქვეყნებს.

„ფრენის განცდების გადმოცემა ძალიან რთულია, იმდენ რამეს გრძნობ - პასუხიმგებლობას, საკუთარი თავის რწმენას, სიამაყისა და ბედნიერების განცდას. განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როცა თვითმფრინავს უშუალოდ შენ მართავ. წარმატებულად განხორციელებული პროცესი გარწმუნებს იმაში, რომ შენ შეძელი და სწორი არჩევანი გაგიკეთებია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა“, - ამბობს ნადია ბენკლიანი.

როგორც USAID Georgia აღნიშნავს, მიზნისა და წარმატების მისაღწევად ავიაციაში შრომა და ბრძოლა ნადიას სხვებზე მეტი დასჭირდა, იმიტომ, რომ ქალი იყო.

"როცა გოგონებისთვის ვქმნით უსაფრთხო და კარგ გარემოს, ვეხმარებით მათ გახდნენ ლიდერები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ვამაყობთ, რომ საქართველოში ხელს ვუწყობთ გოგონებს გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები, სამხედრო ოფიცრები, სპორტსმენები და მფრინავებიც კი", - ნათქვამია USAID Georgia-ს ოფიციალურ FB გვერდზე.

Businesspartner