საზოგადოება
07/06/2021

საქართველოს რკინიგზა: 9 ივნისიდან თბილისი-ოზურგეთის რეისზე დროებითი შეზღუდვა წესდება

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებით შეზღუდვას აწესებს.

კომპანიის ცნობით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

 

 

Businesspartner