საზოგადოება
08/04/2021

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს ზევით ასაკის პირები აიცრებიან 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, “ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან. 

შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპერტების საბჭომ მიიღო. 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია, “ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. დადასტურდა, რომ “ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე, თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და “ასტრაზენეკას“ შორის. უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდელი სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 შემთხვევა 1 მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში “ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგალითად დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში “ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში და ესპანეთში 65 წლის ზემოთ. თუმცა, ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი ძალიან მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა გაგრძელდეს “ასტრაზენეკას“ გამოყენება. 

დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან, ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ანუ ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება მათ, ვინც “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, ასაკობრივი ჯგუფის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათ შეუძლიათ მეორე დოზა გაიკეთონ, როცა მათ ვადა მოუწევთ. 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021