საზოგადოება
11/05/2022

საქართველოში კიდევ 3 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი ამოქმედდება

საქართველოში კიდევ 3 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი ამოქმედდება– ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ. 

"2021 წელს სამინისტროს ზრუნვის სააგენტოს და დონორი ირგანიზაციების თანამშრომლობით დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი, შეიქმნა 2 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც კოჯრის ბავშვთა სახლის ბავშვები გადავიყვანეთ, მომსახურება კი მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ გარემოსთან.

პარალელურად, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით კიდევ 3 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი ამოქმედდება, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები განთავსდებიან. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიხურება ჩვილ ბავშვთა სახლიც და საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა."– აღნიშნავს, ზურაბ აზარაშვილი.

ინფორმაციისთვის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ოჯახთან მიახლოებული გარემოთი, ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით, ფეხსაცმელითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ყველა ბავშვი იღებს სავალდებულო განათლებას, საჭიროების შემთხვევაში ჩართულები არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში.

Businesspartner