საზოგადოება
01/06/2021

საქართველოში კორონავირუსის აფრიკული შტამი დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის 1 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი შტამი საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სრულად განკურნებულია. 

“გამოკვლეულია ოჯახის კონტაქტები და ყველა პასუხი უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება. 

ეს შტამი გასული წლის სექტემბერში სამხრეთ აფრიკაში იდენტიფიცირდა, ამიტომაც მიიღო ეს სახელწოდება. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში. მაგრამ არის ასევე აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები