საზოგადოება
12/01/2021

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი"

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ვაქცინით გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე.

შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Businesspartner