საზოგადოება
15/09/2021

საქსტატი: COVID-ვაქცინაციაზე თავშეკავების ძირითად მიზეზად გვერდითი მოვლენები სახელდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად, გამოკითხული რესპონდენტების 58.1% ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს.

37.5%–ით მეორე ადგილზეა სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე, ხოლო მესამე მთავარ მიზეზად 36.5%–მა ის გარემოება მიიჩნია, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი.

შემდეგ მოდის, ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%).

გამოკითხულთა 2.6%–ის აზრით, ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება, სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობას ვერ ხედავს 2.5%. ხოლო, ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ რესპოდენტების 1.5%–ს აქვს, ამასთან, მოსაზრებას, რომ მორწმუნეები დაცულები არიან და ვაქცინაცია ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს გამოკითხულთა 1.0% ემხრობა.

Businesspartner