საზოგადოება
15/10/2021

საქსტატი: სადაზღვევო ინდუსტრიამ 2020 წელს ₾620.2 მლნ-ის პრემია გამოიმუშავა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით გამომუშავებულმა პრემიამ ₾620.2 მლნ შეადგინა.

აქედან, 40% სამედიცინო დაზღვევაზე მოდის,  16%- ქონების, 7.9% - სიცოცხლის, 6.1% -სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო, 1.8% - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე. რაც შეეხება დანარჩენ 28.2%–ს, სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

“საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების ზარალი ₾378,7 მლნ–ით განისაზღვრა, რომლის ყველაზე დიდ წილს, 51 .9%–ს სამედიცინო დაზღვევა იკავებს.

შემდეგ მოდის ქონების დაზღვევა 14.1%–ით, სიცოცხლის დაზღვევა– 5.7%, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა– 2.9% და უბედური შემთხვევის დაზღვევა 0.2%. დანარჩენი 25.2% სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

 

 

 

Businesspartner