საზოგადოება
29/04/2022

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, 59.7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს.

ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

ცნობისთვის, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%–ით  ნაკლებია.

Businesspartner