საზოგადოება
14/07/2021

საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეაში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეაში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო.

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ -ს ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებიდან - „ოლღას საბებიო სკოლიდან“ იღებს (1875-1878 წწ). კოლეჯის მთავარი პროფილი დაარსებიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში შეადგენს 90%-ს.

„პანაცეას“ პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. „ უკვე წლებია კოლეჯს აქვს სტაბილური, სანდო, კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაცია და სამართლიანად ითვლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოლეჯად, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში დარჩენა“. ამბობს კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ჩიხლაძე.

2021 წლის 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს აპლიკანტთა რეგისტრაცია შემდეგ პროგრამებზე:

✅საექთნო საქმე

✅ფარმაცია

✅აღმზრდელი

✅კბილის სატექნიკო საქმე

✅ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი

ონლაინ რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ვებ- გვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration .

ან დაგვიკავშირდით 599172088, 557580044; 551220501

გთხოვთ, რეგისტრაციისას იქონიეთ აქტიური ელექტრონული ფოსტა.

 

 

Businesspartner