საზოგადოება
02/06/2021

სებ-ის პრეზიდენტი: პრემია არასოდეს ამიღია

“ეროვნულ ბანკში პრემია არასოდეს ამიღია“, - ასე პასუხობს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას, პანდემიის დროს ეროვნული ბანკის თანამშრომელზე ჯამურად 5.5 მილიონი ლარის პრემია-დანამატის გაცემის საკითხზე. 

ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით რამდენიმე კრიტიკული შეფასება გაკეთდა, რომლის თანახმადაც 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა მიიღეს. 

დეპუტატების შეფასებით, იმის ფონზე, როცა ლარი უფასრდება, ინფლაციაა და სამომხმარებლო ფასები იმატებს, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ამ ოდენობის პრემიას არ იმსახურებდნენ. 

ცნობისთვის, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. 

Businesspartner