საზოგადოება
06/06/2021

შემეცნებითი ტური ქართულ ღვინოსა და სამზარეულზე - პრემიერმა დიპკორპუსს უმასპინძლა

პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა.

შეხვედრაზე პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა, ტურიზმისა და საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე მიმოიხილეს კოვიდ პანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება.

მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. 

ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს.

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.

Businesspartner