საზოგადოება
16/11/2020

"შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, სრული ჩაკეტვა არ განიხილება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს საღამოს დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

„არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება“, – განმარტა გამყრელიძემ.

Businesspartner