საზოგადოება
24/11/2021

Shopshop: ფასდაკლებების კვირეულში მომხმარებელთა რაოდენობის გაოთხმაგებას ველით

ონლაინ შოპინგ მოლი საქართველოში "შოპშოპი" შავ პარასკევს მომხმარებლის გააქტიურებას ელის.

„დიდი მოლოდინი და ამბიციური გეგმები გვაქვს მიმდინარე კვირასთან და განსაკუთრებით, შავ პარასკევთან დაკავშირებით,“ - ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ "შოპშოპის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი თევზაძე.

მისი განმარტებით, მართალია, შავი პარასკევი 26 ნოემბერს არის, მაგრამ საიტზე რეალურად ფასდაკლებები უფრო ადრე დაიწყო, 26-ში კი მაქსიმალური ფასდაკლებები და ზოგიერთ ბრენდზე 70%-მდე ფასდაკლება იქნება მომხმარებლებისთვის შეთავაზებული.

„ბევრ ბრენდზე გვაქვს კარგი შეთავაზებები. ეს ნამდვილად არ იქნება ყალბი ფასდაკლებები. შესაბამისად, ტრაფიკს ძალიან დიდს ველოდებით. ახლა გვყავს 6 000-მდე უნიკალური იუზერი, (ანუ ყოველდღიური მომხმარებელი), მაგრამ ფასდაკლებების კვირეულში მინიმუმ გაოთხმაგდება ტრაფიკის საზომი. ამისთვის მზად ვართ. ვიმატებთ თანამშრომლებს, რომ დროულად მივაწოდოთ პროდუქცია,“ - აღნიშნა ქეთი თევზაძემ.

მისივე ინფორმაციით „შოპშოპზე“ ამჟამად 90 ბრენდია წარმოდგენილი. წლის ბოლოსთვის კი 120-მდე გაიზრდება საიტზე არსებული ბრენდების რაოდენობა.

შავი პარასკევი საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ნოემბრის ბოლო პარასკევს იქნება.

Businesspartner