საზოგადოება
25/02/2023

"შრომის ბაზარზე წყალარინების სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა"

პროფესიულ განათლებაზე აპლიკანტების რაოდენობა დაახლოებით 35%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ  გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე პროფესიული უნარების სააგენტოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების მენეჯერმა, პეტრე წულუკიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  შრომის ბაზარზე წყალარინების სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა, კადრების დეფიციტია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კოლეჯი და ბიზნესი პროფესიონალ კადრებს ერთად ამზადებს. სტუდენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოში იღებენ.

წულუკიძის ინფორმაციით, წყალარინების პროგრამის ფარგლებში „ევრომასტერისა“ და კოლეჯი „ სპექტრის“ თანამშრომლობა ნოემბრის თვეში დაიწყო და 28 მარტს საწარმოს ოფიციალური გახსნა იგეგმება, სადაც ჩარიცხული 28 სტუდენტი კოლეჯთან ერთად თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოში პრაქტიკას გაივლიან.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, სადაც კერძო ბიზნესი და საჯარო კოლეჯი ერთობლივი ძალებით პროგრამის აღჭურვას ახდენენ.

როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების მენეჯერი ამბობს, სწავლა 2 წლის განმავლობაში გრძელდება.

 

Businesspartner