საზოგადოება
21/02/2023

შსს კვარტალურ სტატისტიკაზე გადადის

შს სამინისტრო სტატისტიკურ მონაცემებს, ყოველთვიურის ნაცვლად კვარტალურად გამოაქვეყნებს.

პარლამენტში მინისტრის საათით მისულმა გომელაურმა განაცხადა, რომ კვარტალური ჩარჩო უფრო ესადაგება რეალურს, სრულად წარმოადგენს სტატისტიკურ სურათს.

სტატისტიკის წარმოება/გენერირებას 1 თვეზე მეტი სჭირდება. მათ შორის დანაშაულისას. გამოძიებიდან, ბრალის წარდგენამდე პერიოდი შესაძლოა 1 თვეს გადაცდეს.

თვის სტატისტიკით თუ  დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი უფრო ზუსტი იყო. კვარტალური მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც ასეთივე ზუსტი იქნება. 

მინისტრმა საზღვრის კვეთის ბოლო სტატყისტიკაც წარმოადგინა. 2022 წელს რუსეთიდან 869 874 მოქალაქე შემოვიდა და 809 873 გავიდა. 1.4 მლნ-მა გადაკვეთა საზღვარი, თუმც ამ სტატისტიკაში შედის ის კატეგორიაც რომელსაც საქმიანობიდან გამომდინარე უწევს ქვენაში/ქვეყნიდან  შესვლა/გასვლა. 

მინისტრის თქმით, წელს რუსეთიდან უფრო ნაკები შემოვიდა, ვიდრე გავიდა. 2023-ში 136 979 რუსი შემოვიდა და 150 913 გავიდა ქვეყნიდან.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან (24/02/2022-დან 20/02/2023 -მდე) კი 917 000 რუსი ჩამოვიდა და 866 000 -მა დატოვა ჩვენი ქვეყანა.

Businesspartner