საზოგადოება
02/03/2023

"სქრინფლეი" - სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, ეძლევა შესაძლებლობა, გაიაროს „სქრინფლეის“ სამთვიანი კურსი და გახდეს პროფესიონალი სცენარისტი.

სტუდენტები მოისმენენ საბაზისო ლექციათა კურსს, რომელიც საჭიროა სცენარისტის პროფესიისთვის. კურსი უნივერსალურია და განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი სცენარისტებისთვისაც, რომლებიც საჭიროდ თვლიან, რომ უნდა გაიუმჯობესონ ცოდნა ან ისწავლონ სხვა ჟანრის სცენარზე მუშაობა.

“სქრინფლეიში” სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.

“სქრინფლეიში“ ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის განმავლობაში, თეორიული ნაწილის გარდა, სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეუქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები. 

სცენარისტთა სკოლის დამფუძნებელია გოჩა კორხელაური - არაერთი წარმატებული პროექტის სცენარის ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი, მათ შორის - ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალის -„შუა ქალაქში“, სკოლის პარტნიორები კი საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გახლავთ.

„სქრინფლეის“ დამფუძნებელი გოჩა კორხელაური: „ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, როგორც სცენარის ხელმძღვანელს და ყოველთვის პრობლემა იყო სცენარისტთა ჯგუფის დაკომპლექტება, მითუმეტეს, პროექტის შინაარსისა და ჟანრის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა სცენარისტთა სასწავლებელი, ერთადერთი გზა იყო სცენარისტების შერჩევა იმ მსურველთაგან, რომელთაც უბრალოდ, ინტერესი ჰქონდათ ემუშავათ სცენარისტად.

მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სცენარისტად მუშაობის მსურველი რეალურად ძალიან ბევრია, თუმცა, იმ მოკლე დროში, რომელიც ეთმობოდა ამ უამრავი კანდიდატიდან სცენარისტების შერჩევას, ძალიან რთული იყო მათთვის, გამოევლინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა პროფესიონალი სცენარისტისთვის.

სწორედ, ამ გამოცდილების საფუძველზე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პროფესიონალ სცენარისტთა სკოლა - „სქრინფლეი“, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ამ პროფესიას და თვითონ აირჩიონ, რომელ ჟანრში და რა მიმართულებით სურთ მუშაობა.“

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი: „თანამედროვე საზოგადოების განვითარების საკითხში სცენარისტების როლი შეუფასებლად მაღალია. მათ მიერ შექმნილი ისტორიები ყოველთვის მოქმედებს ადამიანებზე, აძლევს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, უჩენს თანაზიარობისა და გულისხმიერების განცდას.

სცენარისტთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, მიიტანოს სათქმელი ყველა დაინტერესებულ პირთან და გარდაქმნას თავისი იდეა დაუვიწყარ ამბად. მოხარული ვარ, რომ „სქრინფლეის“ დაფუძნებით ხელს ვუწყობთ სცენარისტის მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.“

„სქრინფლეის“ კურსდამთავრებულთა შეფასებები:

          

 ნინო ეფხოშვილი: „კურსმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. სწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ყველა ლექტორისგან მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვსურდა. თეორიული ცოდნის გარდა, მივიღეთ ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ჩვენს საქმიანობაში და სცენარისტობაში უკვე გვადგება.“

თემო: „“სქრინფლეის“ კურსზე იმაზე მეტი ცოდნა შევიძინე, ვიდრე წარმომედგინა. ლექტორები იყვნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და მათი ყველა ლექცია გათვლილი იყო იმაზე, რომ მე რაღაც ახალი მესწავლა. კურსმა მომცა იმის დანახვის საშუალება, რომ ჩვენ გარშემო უშინაარსობა არ არსებობს და ეს სცენარისტისთვისა თუ მწერლისთვის არის შთაგონების უდიდესი წყარო.

 გვანცა ხაბელაშვილი: „ძალიან დადებითი და გამორჩეული ემოციები მაკავშირებს კურსთან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსაყენებელი ცოდნა შევიძინე, არამედ იმიტომ, რომ გვყავდა საუკეთესო ლექტორები, რომლებთანაც მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და ასევე, განსაკუთრებული ჯგუფი შემხვდა იმ ბავშვების სახით, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ.

ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უყვარს წერა და ერთხელ მაინც უფიქრია იმაზე, რომ საკუთარი იდეები სცენარად, მოთხრობად ან წიგნად ექცია, აუცილებლად უნდა სცადოს, გაუკეთოს საკუთარ თავს საჩუქარი და მოვიდეს სცენარისტის კურსებზე.“

 

სცენარისტთა სკოლაში გაზაფხულის კურსზე სწავლა 20 მარტს იწყება.

სამთვიან კურსზე შეისწავლება შემდეგი საგნები:

  • სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური
  • დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშა ბუღაძე
  • ქოფირაითინგი - ბექა ადამაშვილი
  • შემოქმედებითი წერა და პრაქტიკული მართლწერის საკითხები - მანანა ბეგიაშვილი

დეტალები კურსის შესახებ:

  • დაწყების თარიღი: 20 მარტი
  • ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სალექციო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00-22:00)
  • ღირებულება: 2100 ლარი

ლექციები ტარდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3SitvMH

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სკოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.

აირჩიე “სქრინფლეი” - გახდი პროფესიონალი სცენარისტი!

Businesspartner