საზოგადოება
20/11/2020

SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნისთვის წელს 10 კომპანია დაჯარიმდა

SMS რეკლამების უკანონოდ გაგზავნისა და მონაცემთა არასწორად დამუშავების გამო წელს 10 კომპანია დაჯარიმდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, გასულ წელს სანქცია 13 იურიდიულ პირს შეეხო.

„წელს ჯერ-ჯერობით ათ შემთხვევაში დადგა სამართალდარღვევა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და შემიძლია გითხრათ, რომ იკლო მომხმარებელთა საჩივრებმა ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

არჩილ ჯაველიძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული პირი კი 3 000 ლარით დაჯარიმდება.