საზოგადოება
08/04/2021

სოციალური ღონისძიების გასამართად ფართის გადაცემა აიკრძალა 

სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა აიკრძალა. 

კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაცო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ირკძალება ფართის გადაცემა-დათმობა, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიცაა ქორწილი, იუბილე, ქელეხი და სხვა. 

“ფართის მფლობელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვების შესახებ ინფორმაცია აცნობოს შესაბამის სამსახურებს“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი ჯარიმა იმოქმედებს - ფიზიკური შემთხვევაში 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 10 000 ლარი. 

 

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021