საზოგადოება
15/06/2021

სრულად ვაქცინირებულებისთვის ფასდაკლებების შეთავაზება იგეგმება

სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება. მაგალითად, მათ, ვისაც ორჯერ ექნებათ ვაქცინა გაკეთებული, შესაძლოა ფასდაკლებები შესთავაზონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

“განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტეტსირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა განიხლება ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი.

მიდის ასევე მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფაროებაზე. ბოლო პერიოდში საინფორმაციო სისტემას გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ჰქონდა. რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner