საზოგადოება
29/07/2020

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

ონში სტიქიაა. 28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ - ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად.
მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

Businesspartner