საზოგადოება
16/06/2020

STOPCOV აპლიკაციით 10 ინფიცირებული პირია იდენტიფიცირებული

ანტიკორონავირუსული აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი, უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, STOP COVID 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, რომელთაგამ 61% ანდროიდის, ხოლოდ 39% iOS -ის მომხმარებელია. აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.

„თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“ - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ქონდათ. ცნობისთვის, აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.

ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში რეტროაქტიულად ფინანსდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები