საზოგადოება
31/08/2021

სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებები 4 ოქტომბეამდე დისტანციურად იფუნქციონირებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა დისტანციურად. ამასთან, იმქალაქებში და სოფლებში სადაც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იქნება, სწავლის ფორმატის შერჩევა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოხდება.

“საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის დელტა შტამი 90%-ს შეადგენს, რომელის შემთხვევებიც ახალგაზრდებში ჭარბობს. შესაბამისად, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრირიტეტია და NCDC-ის რეკომენდაციის საფუძველზე უწყებათაშორისმა საბჭომ სწავლის დისტანციურად გაგრძელებია გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, ყველა უნივერსიტეტს თავისი აკადემიური გრაფიკი აქვს და შესაბამისად სწავლას ყველა იწყებს ამ გრაფიკის შესაბამისად, უბრალოდ 4 ოქტომბრამდე დისტანციურად. გამონაკლისი იქნება მედიცინის პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოები, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ორჯერადად იქნებიან აცრილი.“–აღნიშნავს, მინისტრი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები