საზოგადოება
02/02/2023

"ტაქსის A კატეგორიის არ მქონე პირებს, დღეში 3 ლარის გადახდა მოუწევთ"

1-ელი აპრილიდან,  A კატეგორიის ტაქსებს  საავტობუსო ზოლში გაჩერების ან მგზავრის ჩასმა-აყვანის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის  წევრმა, ბექა დავითულიანმა  გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გადასახადების მიმართულებით არაფერი არ იცვლება. ვინც კი 2018 წლიდან დღემდე ერთხელ მაინც დარეგისტრირდა, როგორც  A კატეგორიის ტაქსის სერვისის მიმწოდებელი,  ეს ლიცენზია ყველას უფასოდ გადაეცა. დარჩება 100 ლარი მოსაკრებელი, როგორც მანამდე და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

თუმცა, პირი რომელსაც აქვს ეს ლიცენზია, თუმცა არ ჰყავს A კატეგორიის თეთრი მანქანა, რომლითაც ეწევა მომსახურებას,მისთვის დღიური 3 ლარიანი ტარიფი დაწესდება.

რაც შეეხება ლიცენზიის გაქირავების ან გაყიდვის საკითხს ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ ლიცენზიის ფასს საბაზრო პრინციპით დაადგენენ და წლების განმავლობაში  მისი ფასი მოიმატებს, როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის შემთხვვევაში.

დეპუტატის  განმარტებით, თავად მეპატრონე დაადგენს რამდენად უღირს ლიცენზიის გაქირავება ან სხვისთვის გადაცემა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.

 

Businesspartner